მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TENCENT-ის კაპიტალიზაცია $43 მილიარდით დაეცა

Tencent

ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის, Tencent-ის კაპიტალიზაცია 43 მილიარდი დოლარით შემცირდა. კომპანიის აქციების 13%-იანი ვარდნა ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით არის განპირობებული, რომელიც ვიდეო თამაშებთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვების დაწესებას გეგმავს.

კანონპროექტის თანახმად, ჩინეთის მოქალაქეებს შეეზღუდებათ დიდი ხნის განმავლობაში ვიდეო თამაშებით გართობა და თამაშებში დიდი მოცულობით თანხის ჩარიცხვა.

ეს სიახლე, ბუნებრივია, Tencent-ის ინვესტორებმა ნეგატიურად მიიღეს, რადგან კომპანია ვიდეო თამაშების ბაზარზე დომინანტ ძალას წარმოადგენს და ის 100-მდე მობილურ თამაშსა და გასართობ აპლიკაციას ფლობს.

ჯერჯერობით შეზღუდვის დეტალები უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, ჩინეთის მთავრობა დღეში 2-საათიანი ლიმიტის ამოქმედებას გეგმავს, რაც ვიდეო თამაშების მწარმოებელ კომპანიებს ნამდვილად სერიოზულად დაარტყამს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები