მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ორ კვირაში გავიგებთ, შესაძლებელია თუ არა რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების დადება” - ტრამპი

რუსეთ-უკრაინა
BM. GE
22.08.25 20:04
285

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტოდ სტარნესის შოუში (The Todd Starnes Show) რუსეთ-უკრაინის ომზე და მიმდინარე მოლაპარაკებებზე ისაუბრა. პრეზიდენტის აზრით, მაქსიმუმ ორ კვირაში გახდება ცნობილი, არსებობს თუ არა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების დადების შესაძლებლობა.

ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, რა მოხდებოდა, თუ მოვლენები პოზიტიური სცენარით არ განვითარდებოდა, რაზეც ტრამპმა თქვა - “თუ ორი კვირის პერიოდში პროგრესს ვერ დავინახავთ, ამერიკა განსხვავებულ ტაქტიკას მიმართავს”.

პრეზიდენტს არ განუმარტავს, რას გულისხმობს განსხვავებულ ტაქტიკაში, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ ამერიკული მხარე მოლაპარაკებების პროცესიდან სრულად გავიდეს. ტოდ სტარნესთან ინტერვიუში საუბარი ძირითადად თეთრ სახლში გამართულ ისტორიულ სამიტს და ამერიკის მიერ უკრაინისთვის გარანტიების მიცემას შეეხო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები