მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Oracle-მა ათასობით თანამშრომლის გათავისუფლების პროცესი დაიწყო

ლარი ელისონი Oracle

ტექნოლოგიური ინდუსტრიის ამერიკულმა გიგანტმა, Oracle-მა ათასობით თანამშრომლის დათხოვნის პროცესი ოფიციალურად დაიწყო.

როგორც ირკვევა ეს გადაწყვეტილება კომპანიის აქციების ფასის მკვეთრ ვარდნას უკავშირდება და მიზნად ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებების გასტუმრებისთვის ფინანსური რესურსების გამოთავისუფლებას ისახავს.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია, ინფორმირებული წყაროები CNBC-სთან ადასტურებენ, რომ შემცირებები მასშტაბურია. ანალიტიკოსების პროგნოზით, სამსახურიდან 20,000-დან 30,000-მდე თანამშრომელს დაითხოვენ. ეს კი კომპანიას საშუალებას მისცემს, თავისუფალი ფულადი სახსრები $8-დან $10 მილიარდ დოლარამდე გაზარდოს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კომპანია AI ინფრასტრუქტურის ასაშენებლად აღებული მზარდი დავალიანებისა და ფულადი შემოსავლების შემცირების გამო ინვესტორების მხრიდან სერიოზულ წნეხს განიცდის. მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში Oracle-ის აქციები 25%-ით შემცირდა, რაც ტექნოლოგიურ გიგანტებს შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა AI ინვესტიციების მომგებიანობაში კვლავ დარწმუნებულია, რადგან მოთხოვნა შესაბამის ინფრასტრუქტურაზე მიწოდებას საგრძნობლად აჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები