მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორად გაყოფილი ქართული სოფელი - აგვისტოს ომიდან 17 წლის თავზე მოქალაქეები ხურვალეთში ჩავიდნენ

ხურვალეთი

აგვისტოს ომიდან 17 წლის თავზე მოქალაქეები ხურვალეთში ჩავიდნენ და პირობა დადეს, რომ უწყვეტი პროტესტით შეეცდებიან ქვეყანაში ოკუპაცია დაასრულონ და დემოკრატია აღადგინონ.

“420 მეტრშია ავტობანიდან საოკუპაციო ხაზი. 100 მეტრში არის ჩვენი საგუშაგო და დღეს, ამ გვირაბშიც არ გაგვიშვეს. ავტობანის იქით გადასვლის საშუალებაც არ მოგვცეს, რომ ჩვენ ჩვენი პროტესტი დაგვეფიქსირებინა არსებული სიტუაციის მიმართ”, - თქვა აქციის მონაწილემ.

აღსანიშნავია, რომ ომიდან 17 წლის შემდეგ, დღეს, 17:00 საათზე, აქცია გაიმართება გორის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზეც, სახელწოდებით - "ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის".

[ფოტო: "ნეტგაზეთი"]

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები