მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ორანჟერეა თითოეულ ბინას" - რას სთავაზობს "ზიონი" დეველოპერულ ბაზარს?

ორანჟერეა

ქართულ დეველოპერულ ბაზარზე განსხვავებული კონცეფციის კომპანია გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს საცხოვრებელ ბინებს თბილისის ცენტრთან ახლოს, კრწანისში სთავაზობს - "ზიონისა" და პროექტ "ორანჟერეას" შესახებ BMGTV-ის გადაცემა "საქმიანი დილას" ეთერში კომპანიის კომერციული დირექტორი, ტატიანა ქათამაძე, და ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი, ნათია ცხადაია, საუბრობენ.

როგორც ტატიანა ქათამაძე აღნიშნავს, "ზიონის" მიზანი დეველოპერულ სექტორში მრავალფეროვნების შემოტანაა, რაც დღეს ქართულ ბაზარზე დეფიციტურია.

"საქართველოში უძრავი ქონების ბაზარი აქტიურად ფართოვდება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ის ნაკლებად არის ორიენტირებული სიახლეების დანერგვაზე. პრაქტიკულად, დეველოპერულ სფეროში მოღვაწე კომპანიები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებიან - მშენებლობის პრინციპები, დაპირებები, კომუნიკაცია - ძალიან წააგავს ერთმანეთისას. რაც შეეხება "ზიონს", ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ეს ერთფეროვნება შევცვალოთ და კომპანიებს ჩვენი სიმტკიცით იმის ბიძგი მივცეთ, რომ იყვნენ უფრო გაბედულები და განსხვავებულები", - ამბობს ტატიანა ქათამაძე.

ნათია ცხადაიას თქმით, საცხოვრებელი კომპლექსის დიზაინზე ქართველი და იტალიელი დიზაინერების ჯგუფმა ერთობლივად იმუშავა, რამაც პროექტს ქართულ ბაზარზე უნიკალური კონცეფცია მიანიჭა. "ზიონის" ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ერთი ასეთი უნიკალური ბენეფიტი - ორანჟერეა - ყველა ბინაშია გათვალისწინებული.

"ორანჟერეა ნამდვილად არის ის დაპირება, რომელიც გამორჩეულს და უნიკალურს ხდის ამ პროექტს - თითოეულ ბინას გააჩნია თავისი ორანჟერეა, რაც განსხვავებულად შთააგონებს იქ მცხოვრებს. იქნება უფრო ლამაზი, მიმზიდველი პროექტი, რომლის ანალოგიც ჩვენს სეგმენტში არ არსებობს. ეს არის მართლაც უნიკალური საერთო სივრცეები, დახვეწილი, გემოვნებიანი, რომელსაც ქართულ რეალობაში ანალოგი არ აქვს", - განაცხადა ნათია ცხადაიამ.

ხუთი 7-სართულიანი ბლოკისგან შემდგარი კომპლექსი "ზიონი ორანჟერეა" დედაქალაქის ცენტრიდან რამდენიმე წუთის სავალზე, კრწანისში გაშენდება. როგორც კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, კორპუსები დაბალი განაშენიანებისაა და მიწის ზემოთ მხოლოდ 5 სართულს ითვალისწინებს, ორი სართული კი საპარკინგე სივრცეს დაეთმობა.

ამასთან, კომპლექსის ეზო რეკრეაციულ პარკებს, საცურაო აუზს, სავარჯიშო დარბაზს, სპას და სხვა საერთო დანიშნულების სივრცეებს ითვალისწინებს.

"პროექტში იმდენად ბევრი დეტალია გათვალისწინებული და იმდენად დიდხანს იქმნებოდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ბაზარზე სრულყოფილი სახით წარვდგენილიყავით და არსებული მინუსები პლუსებად გვექცია - სწორედ ამაზე დაიხარჯა ყველაზე მეტი ენერგია. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სარგებელი არის ის, რომ პროექტში გათვალისწინებულია 10 ლიფტი, რაც ნიშნავს იმას, რომ 20 ბინას, 1 სადარბაზოს 2 ლიფტი ემსახურება", - განმარტავს ტატიანა ქათამაძე.

"ზიონის" პროექტში აპარტამენტების გაყიდვები უკვე დაწყებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები