მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ორბანი ტრამპთან შეხვედრას გეგმავს - რაზე ისაუბრებენ ლიდერები?

ორბანი და ტრამპი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად ემზადება. ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთის პირისპირ 7 ნოემბერს, ოვალურ კაბინეტში დასხდებიან. როგორც ორბანი ამბობს, განხილვის საგანი ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის მიერ რუსული ნავთობგიგანტებისთვის დაწესებული სანქციები იქნება. პრემიერ-მინისტრს სურს, ტრამპმა უნგრეთისთვის გამონაკლისი დაუშვას და ქვეყანას Rosneft-ისა და Lukoil-ის მიერ მოპოვებული რუსული ნავთობის იმპორტის უფლება შეუნარჩუნოს.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ორი ქვეყნის ლიდერები ისაუბრებენ, ტრამპი-პუტინის გაურკვეველი დროით გადავადებული შეხვედრა იქნება. როგორც ცნობილია, ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის რიგით მეორე სამშვიდობო შეხვედრა ბუდაპეშტში უნდა გამართულიყო, თუმცა პროცესი მას შემდეგ შეჩერდა, რაც გაირკვა, რომ რუსულმა მხარემ პოზიციების შერბილებისა და დათმობის არავითარი ნიშანი არ გამოიჩინა. როგორც ჩანს, ორბანს ისტორიული ღონისძიების მასპინძლობის იმედი კვლავ აქვს და ეცდება, ტრამპი უნგრეთში ჩასვლაზე დაითანხმოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები