მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ორბელიანის მოედნის მიმდებარედ ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

645228e13536d
BM.GE
03.05.23 13:21
543
ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლადო გუდიაშვილის ქუჩისა და გუდიაშვილის შესახვევის კვეთიდან გრიგოლ აბაშიძისა და ნატო ვაჩნაძის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

დაგეგმილი კინოგადაღებების გამო, შეზღუდვა 4 მაისის 08:00-დან 20:00 საათამდე იმოქმედებს.

შეზღუდვის პერიოდში ლადო გუდიაშვილის ქუჩიდან მომავალი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ გუდიაშვილის შესახვევიდან შოთა რუსთაველის გამზირზე, შემდეგ კი სვლას ანტონ ფურცელაძის, რევაზ თაბუკაშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და გრიგოლ აბაშიძის ქუჩების გამოყენებით გააგრძელებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები