მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ორბი სითის“ აქცია აპარტამენტებზე - ბათუმში 5*-იანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა ფინალურ ეტაპზეა

ორბი ჯგუფი

ბათუმში, „ორბი სითის“ მასშტაბური, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის ინფრასტრუქტურა მშენებლობის ფინალურ ეტაპზეა. პარალელურად კომპანია „ორბის სითის“ ბოლო სასტუმრო ბლოკში აპარტამენტების გაყიდვებს სააქციო შეთავაზებით იწყებს.

„ორბი სითიში“ გაყიდვების სტარტზე გამოცხადებული აქცია 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება და დაინტერესებულ პირებს აპარტამენტების შეძენას „ორბი სითიში“ 23 500 აშშ დოლარად სთავაზობს. ამავე აქციის პირობებში რემონტის, ტექნიკის და ავეჯის მოწყობის საფასური 1 კვ.მ.-ზე 290 დოლარი იქნება. „ორბი სითის“ სააქციო შეთავაზებების შესახებ "ორბი ჯგუფის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ „საქმიან დილაში“ ისაუბრა.

„ორბი სითი“ თავისი კონცეფციიდან გამომდინარე არის ქალაქი ქალაქში, რომელიც შემოსულ ადამიანს აბსოლუტურად ყველა სერვისის - გართობის, შოპინგის, სპორტული თუ დასვენების აქტივობებისთვის ყველა სახის ინფრასტრუქტურას სთავაზობთ.

აღნიშნული კომპლექსის ფარგლებში სასტუმრო აპარტამენტების მშენებლობის ძირითადი ნაწილი დასრულებულია და „ორბი სითის“ ბოლოს სასტუმრო ბლოკის მშენებლობას ვიწყებთ და გვაქვს ძალიან საინტერესო და მომხიბვლელი სააქციო პირობები, რომელიც გულისხმობს აღნიშნულ „ორბი სითის“ კომპლექსში 23 500 დოლარად აპარტამენტების შეძენის შესაძლებლობას. ამის პარალელურად ჩვენს მომხმარებელს რემონტის, ბინის ავეჯითა და ტექნიკით სრულად აღჭურვისთვის 1 კვ.მ. 290 დოლარად ვთავაზობთ“, - განაცხადა ირაკლი კვერღელიძემ და დასძინა მულტიფუნქციური, 5-ვარსკვლავიანი კომპლექსი მოიცავს 200 000 კვ.მ. გაშლილ ყველა სახის ინფრასტრუქტურად მოიცავს.

„ორბი სითის“ გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ ამ აქციის პირობებში, 20 ოქტომბრამდე მყიდველს აპარტამენტში პრაქტიკულად 1 კვ.მ.-ის შეძენა 700 დოლარით ნაკლებ ფასად შეუძლია. რაც იმას ნიშნავს, რომ აპარტამენტის ღირებულება 42 000 დოლარია.

„ამ აქციის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ხელმისაწვდომობაა. დროის ამ მონაკვეთში მსურველებს ჰქონდეთ საკუთარი აპარტამენტები, რომელიც ამავე დროს შეიძლება სტაბილური შემოსავლის წყარო იყოს.

პროექტის როგორც სასტუმრო ბლოკის, ასევე ინფრასტრუქტურის ნაწილის დასრულება მომდევნო წლის ბოლოსთვის იგეგმება და პრაქტიკულად ქალაქი მიიღებს სრულყოფილ ქალაქს ქალაქში, რომლის ძირითადი კონცეპტუალური ნაწილი იქნება ღია სივრცეები, გადახურული ქუჩები, რომელიც მომხმარებელს დასვენებისა და განტვირთვის საშუალებას წვიმიან ამინდშიც იძლევა“, - აღნიშნა კვერღელიძემ.

„ორბი სითიში“ აპარტამენტების შეძენის მსურველებს პირველადი შენატანის სახით მხოლოდ 3 500 აშშ დოლარის შეტანა შეუძლიათ, დარჩენილი თანხის გადანაწილება კი 5 წლის ვადით იქნება შესაძლებელი.

„ორბი სითის“ სასტუმროს ბოლო ბლოკში აპარტამენტების შეძენის დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე: +995 555 31 00 00

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები