მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ორი პრეზიდენტის შეხვედრა დღეს უადგილოა“ - პოდოლიაკი რუსეთ-უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრაზე

626bf0a287912
ვიქტორია მღებრიშვილი
29.04.22 20:37
995
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხეილ პოდოლიაკი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრასთან დაკავშირებით თურქული მხარის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ასეთი მოლაპარაკებები დღეისთვის უადგილოა. ამის შესახებ მან „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიში განაცხადა.

„ვერ ვხედავ, რომ ამის გაკეთება ხვალ ან ზეგ შეიძლება, როგორც ამას თურქეთი ამბობს... სამწუხაროდ, ცოტა ხანი უნდა მოვიცადოთ. ორი პრეზიდენტის შეხვედრა დღეს უადგილოა. ცოტა მოგვიანების, დიდი ალბათობით ეს შეხვედრა იქნება. მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ამ მოლაპარაკებაში უკრაინის პოზიცია ძალიან მძლავრი იყოს. ჩვენ უბრალოდ ძლიერი ნებისყოფის პრეზიდენტი გვყავს, ანუ მას უნდა მივიდეს მოლაპარაკებებზე და ისე მოიქცეს, როგორც გლობალური გეგმის ლიდერი და მას ძალიან ძლიერი იურიდიული პოზიცია უნდა ჰქონდეს. ჩვენ ის უნდა შევიმუშაოთ“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ის დოკუმენტი, რომელზეც უკრაინული და რუსული მხარე მუშაობს, ომიდან ლოგიკურ გამოსვლას უნდა მოიცავდეს.

„უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტა, რუსული ჯარების გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან, ტყვეების გაცვლა... ანუ იქ უნდა იყოს გაწერილი პუნქტები, როგორ გამოდიან ქვეყნები ომიდან. გასაგებია, რომ ჩვენს უკვე არ გვექნება შეთანხმება მეგობრობისა და მშვიდობის შესახებ, მაგრამ ჩვენ პოზიციები უნდა დავაფიქსიროთ, რომელიც რუსეთის წითელი ხაზები იქნება, რათა უკრაინაში ამ ქვეყანამ შემოსვლა ვეღარ შეძლოს“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები