კომპანია Origin Energy-ს ინვესტორებმა Brookfield-ის $10.6-მილიარდიან შეთავაზებაზე უარი ოფიციალურად განაცხადეს. გარიგების ჩაშლის მიზეზი Brookfield-ის მიერ Origin Energy-ს შესყიდვასთან დაკავშირებული პირობების შეცვლა გახდა.
როგორც ირკვევა, კონტრაქტის პირობების შეცვლით Brookfiled-ს კომპანიის შეძენა უფრო იაფად სურდა, რასაც Origin-ის ინვესტორები არ დათანხმდნენ.
ზემოხსენებული გარიგება ავსტრალიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური უნდა ყოფილიყო და მას განახლებადი ენერგიის მოპოვებისა და ექსპორტის მიმართულებით ქვეყნის როლი მნიშვნელოვნად უნდა გაეზარდა, თუმცა გარიგება ჩაშლილია და გაფართოების გეგმებიც რამდენიმე წლით გადაიდება.
ცნობისთვის გეტყვით, რომ Origin Energy საფონდო ბირჟაზე ამჟამად 9.4 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, ანუ $10.6-მილიარდიანი შეთავაზება თითქმის 13%-იან პრემიუმს წარმოადგენს, რაზეც ინვესტორები თანახმა არ არიან.