მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორჯერ ჩაშლილი ტენდერის შემდეგ თბილისში ახალი ყინულის სასახლე უტენდეროდ, ₾28.5 მილიონად აშენდება

ამხანაგობა დაგი-ზლატოგრაფ

თბილისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ყინულის მოედანი ტენდერის გარეშე აშენდება - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს და მისი ღირებულება 28.5 მილიონი ლარი იქნება.

საქართველოში 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი უნდა ჩატარდეს, შესაბამისად ახალი ყინულის მოედანი სწორედ ფესტივალის მასპინძლობისთვის არის აუცილებელი.

საგულისხმოა გარემოება, რომ ყინულის მოედნის ასაშენებლად ტენდერი თავდაპირველად 26 ივნისს გამოცხადდა, თუმცა ის უარყოფითი შედეგით დასრულდა. განახლებული ტენდერი 12 სექტემბერს გამოცხადდა, თუმცა ისიც უარყოფითი შედეგით დასრულდა, რადგანაც ტენდერის ერთადერთმა მონაწილემ ამხანაგობა დაგი-ზლატოგრაფმა დისკვალიფიკაცია მიიღო.

ორივე ტენდერში სავარაუდო ღირებულება 50 მილიონ ლარს შეადგენდა. თუმცა, როგორც ირკვევა მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერების ჩაშლის შემდეგ ჩაატარა ახალი ბაზრის კვლევა, რომელშიც დაფიქსირებული უმცირესი ფასი 28.5 მილიონ ლარს შეადგენდა, შესაბამისად სწორედ ეს იქნება გამარტივებული შესყიდვის ღირებულებაც.

გამოქვეყნებული ინფორაციის თანახმად, ახალი ყინულის სასახლე გათვლილი უნდა იყოს როგორც ფიგურული ციგურაობის, ასევე ჰოკეის ყველა საერთაშორისო პარამეტრზე. ამასთან მას ერთის ნაცვლად ორი სრული ზომის მოედანი ექნება.

● ყინულის მოედნის რაოდენობა - 2;
● ყინულის მოედნის ზომა - 60 მეტრი 30 მეტრზე ;
● მაყურებლების რაოდენობა, ძირითად მოედანზე - 1500, მეორე მოედანზე 150-200; გასახდელების რაოდენობა ძირითად მოედანზე 6, მეორე მოედანზე 4;
● მოედნის გაბარიტული ზომა - სიგრძე 60 მეტრი, სიგანე 30 მეტრი;
● მოედნის ოთხივე გვერდი უნდა იყოს მოხრილი თაღისებრი ფორმით და დიამეტრი უნდა შეადგენდეს 7-8.5 მეტრს;
● ყინულის მოედნის ზედაპირიდან პირველი ობიექტი უნდა გვხვდებოდეს მინიმუმ 7 მეტრის სიმაღლეზე;
● მოედანზე უნდა იყოს 2 ე.წ. ბენჩი (მოთამაშეების სკამები) რომლებიც ცენტრის ხაზიდან უნდა იყოს დაშორებული მინიმუმ 2 მეტრით, სიგრძე 10 მეტრი, სიგანე 1.5 მეტრი. თითოეულ ბენჩს უნდა ჰქონდეს მოედანზე გასასვლელი 2 კარი;
● ბენჩის მოპირდაპირე მხარეს უნდა იყოს საჯარიმო ყუთები ე.წ. Penalty Box-ები და Penalty Boxებს შორის უნდა იყოს ე.წ Scorekeeper’s Bench, ანგარიშს ვინც ითვლის და დროს ვინც აკონტროლებს მათთვის სკამები.

ახალი სასახლე დიდ დიღომთან სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე აშენდება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები