მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დასაქმების მაჩვენებელზეც აისახება - ლაშა ხუციშვილი

63d8e77a640c1
BM.GE
31.01.23 14:12
475
ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დასაქმების მაჩვენებელზეც აისახება.

ცნობისთვის, დღეს გამოქვეყნდა დეკემბრის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება, რომლის მიხედვითაც დეკემბრის თვეში ეკონომიკა გაიზარდა 11%-ით ხოლო საშუალო, 12 თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არის 10,1%.

„აღსანიშნავია ის, რომ დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვები გაიზარდა დეკემბრის თვეში 18%-ზე მეტით, რამაც ბუნებრივია, ასახვა ჰპოვა საგადასახადო შემოსავლებზეც. მიმდინარე წელს, იანვარში, დაფიქსირდა საგადასახადო შემოსავლების 30%-იანი ზრდა. უკვე მეორე წლის განმავლობაში, საქართვლოში ფიქსირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. გასულ წელს, მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი იყო ექსპორტის მნიშვნელოვანია ზრდა, რომელიც გაიზარდა 30%-ზე მეტად და ასევე, ტურიზმის აღდგენა, რომელმაც გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს, დაახლოებით, 7-8%-ით. ბუნებრივია, აღნიშნული მაჩვენებლები აისახება დასაქმების შედეგებზეც,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

რომელ სექტორებში დაფიქსირდა ზრდა და რომელში კლება? - საქსტატის განმარტება