მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ორნიშნა ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით მომავალ წელს პენსია საგრძნობლად გაიზრდება“

63aafe2305424
ვიქტორია მღებრიშვილი
27.12.22 19:30
703
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მომავალი წლიდან პენსია საგრძნობლად გაიზრდება. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას სოციალური პროგრამებზე საუბრის დროს თქვა.

„პენსიების ინდექსაციის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება ჩვენ შარშან დავიწყეთ. ამან განაპირობა პენსიონერთათვის პენსიის ყოველწლიური გარანტირებული ზრდა. ორნიშნა ეკონომიკური ზრდისა და შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციების გათვალისწინებით მომავალ წელს პენსია საგრძნობლად გაიზრდება და გახდება 365 ლარი, მაღალმთიან რეგიონებში კი დაახლოებით 440 ლარამდე“, - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მიმდინარე თვეს განაცხადა, რომ ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია მაკროეკონომიკური სტაბილურობის, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის, ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესების და შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავების კუთხით. საქართველოს მთავრობის საბაზო პროგნოზია, რომ 2022 წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები