მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ორნიშნა ეკონომიკური ზრდისთვის 3-ჯერ მეტი ინვესტიცია გვჭირდება - სონღულაშვილი

61bb68d97a7d0
მარიამ ვარადაშვილი
16.12.21 20:30
585
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილის განცხადებით, ორნიშნა ეკონომიკური ზრდისთვის, საჭიროა, ინვესტიციების მოცულობა 3-ჯერ გაიზარდოს.

ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატების წინაშე "მინისტრის საათის" ფორმატში ნათია თურნავა წარსდგა. 

“ეკონომიკური ზრდის ტემპის შესანარჩუნებლად და ორნიშნა ზრდის უზრუნველსაყოფად, რომ ეს მხოლოდ წლევანდელ წელს არ იყოს და შემდეგ წლებშიც იგივე გაგრძელდეს, 2.5-3ჯერ მეტი ინვესტიცია გვჭირდება.

მზად ვარ, კომიტეტის ფარგლებში შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად ფართო მსჯელობა მოვაწყოთ ამ საკითხზე. ვიმუშაოთ კონკრეტული მაჩვენებლების გეგმის გასაწერად და ავამოქმედოთ 10-წლიან გეგმაში ჩაწერილი ყველა რესურსი, რათა ინვესტიციების იმ ზღვრულ მაჩვენებელზე გავიდეთ, რაც ეკონომიკური ზრდის პროცესს უზრუნველყოფს”, - აცხადებს სონღულაშვილი.

საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის პირველ სამ კვარტალში საქართველოში $728.4 მილიონის ინვესტიციები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 3.2%-ით მეტია. უშუალოდ მესამე კვარტალში კი ინვესტიციებმა $299 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 1.4%-ით მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები