მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორწლიანი პაუზის შემდეგ „ზარას“ მაღაზიათა ქსელი უკრაინაში ბრუნდება

ზარა

„ზარა“ ემზადება, ხელახლა გახსნას მაღაზიები უკრაინაში, რომლებიც ორი წლის წინ, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო დახურა.

საერთაშორისო მედიის ცნობით, „ზარას“ მფლობელმა ესპანურმა კომპანია „ინდიტექსმა“ ადგილობრივ მოიჯარეებს აუწყა, რომ მაღაზიების გახსნა აპრილის დასაწყისში იგეგმება.

გამოცემის ცნობით, „ზარა“ ერთ-ერთი ბოლო ბრენდია, რომელიც უკრაინაში ბრუნდება. აქამდე, ეს არა ერთმა დიდმა ბრენდმა უკვე გააკეთა.

საცალო მაღაზიებმა, რესტორნებმა და ბარებმა 2023 წლის გაზაფხულიდან თანდათან დაიწყეს გახსნა. „ეიჩ ენდ ემ“-მა (H&M), რომელსაც ომამდე უკრაინაში რვა მაღაზია ჰქონდა, 2023 წლის ნოემბერში განაახლა მუშაობა.

„ინდიტექსმა“თავისი 84 მაღაზია უკრაინაში, მათ შორის ბრენდები: „ზარა“, „ფულ ენდ ბეარი“, „მასიმო დუტი“ და „ბერშკა“ 2022 წლის 24 თებერვალს დახურა. მას შემდეგ კომპანიამ უკრაინაში საქონლის მიწოდება შეწყვიტა, მაგრამ განაგრძო გადასახადებისა და ხელფასების გადახდა თავისი 1000 უკრაინელი თანამშრომლისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობა არ მუშაობდა და სახლში იმყოფებოდა. ამასთან, „ინდიტექსმა“ იჯარის ხელშეკრულებები მაღაზიების დახურვის შემდეგაც შეინარჩუნა, მაგრამ არ გაამჟღავნა, რა პირობებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები