მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოსები წნელისიდან ქართული საგუშაგოს გაუქმებას ისევ ითხოვენ

წნელისი

დროებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენლის განცხადებით, სოფელ ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე სოფელ წნელისის ტერიტორიიდან "ქართული პოლიციის უკანონო პოსტის გაუქმების საკითხი" კვლავ დაისვა.

"ეს საკითხი ყოველ ჯერზე დღის წესრიგშია, ვეძებთ გადაწყვეტილებებს. ამჟამად სიტუაცია საკმაოდ რთულია. საქართველოში გამართულმა არჩევნებმა და დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციებმა, რომლებიც დაკავშირებულია საარჩევნო კამპანიასთან, ჩემი აზრით, ჯერჯერობით ვერ მისცა ქართულ ხელმძღვანელობას ამ საკითხის გადაწყვეტის საშუალება",- განაცხადა იგორ კოჩიევმა.

წნელისი, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი უისტას უწოდებს, ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული. 2019 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ჩორჩანის ტყეში, რომელიც წნელისს ესაზღვრება, საგუშაგო განათავსა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები