"ოცნება" აღიარებს, რომ 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ, რომლითაც ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა, ქვეყნის ეკონომიკას პრობლემები შეექმნა. "ქართული ოცნების" უმრავლესობის სხდომის შემდეგ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პრესკონფერენციაზე ეს გარემოება არა მმართველი ძალის გადაწყვეტილებას, არამედ Deep State-ის აგენტების მიერ ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობას უკავშირებს.
"გასული წლის დეკემბერში, ნაცვლად 10%-იანი ეკონომიკური ზრდისა, ქვეყანას ჰქონდა 6.5% ეკონომიკური ზრდა, გაუარესდა ლარის კურსი და შესაბამისად, ქვეყანამ და მისმა ეკონომიკამ გარკვეული დარტყმა მაინც მიიღო. დღევანდელი მოცემულობით, ეს უარყოფითი ტენდენცია გასწორდა., მაგრამ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს ქვეყნისა და სახელმწიფოს საბოტაჟი, მოგონილი პროპაგანდისტული არგუმენტებით, რაც შეიძლება ნაკლებად შეძლოს deep state-ის აგენტურამ", - განაცხადა მდინარაძემ.
სწორედ ამით ხსნის მდინარაძე, კანონმდებლობის გამკაცრების აუცილებლობას. "ოცნება გეგმავს" აკრძალოს მესაკუთრის თანხმობის გარეშე დახურულ სივრცეებში აქციის ჩატარება, სასამართლოს შესასვლელის ბლოკირება. ამისთვის ადმინისტრაციული კანონდარღვევისთვის ჯარიმები და პატიმრობის ვადა იზრდება.




























