მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოცნება" კერძო მასწავლებლების XI კლასის „რეპეტიტორიუმით“ ჩანაცვლებას გეგმავს|რას მოიცავს ცვლილება?

გივი მიქანაძე

ჩვენ მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს - ეს განცხადება ზოგადი განათლების რეფორმის წარდგენისას "ოცნების" მთავრობაში განათლების მინისტრმა გააკეთა. სამინისტროს ახალი ხედვით, XI კლასი პროფილური იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეები მხოლოდ იმ საგნებს შეისწავლიან, რომლებიც ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად იქნება საჭირო. გივი მიქანაძე განმარტავს, მიზანი ბავშვების სკოლაში დაბრუნება და ოჯახებისთვის რეპეტიტორებთან ფინანსური დანახარჯების შემცირებაა.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მე-11 დამამთავრებელი კლასი გავხადოთ პროფილური. აღნიშნული ასახავს იმ მიზანს, რაც უკავშირდება პირველ რიგში მოსწავლეები დავაბრუნოთ სკოლაში, სკოლის პრესტიჟი და ავტორიტეტი გავზარდოთ და ოჯახებს მოვაშოროთ ის წნეხი, რაც ფინანსურ საკითხებთან არის დაკავშირებული მოსწავლეების მომზადების კუთხით ეროვნულ გამოცდებთან მიმართებით. ამ კუთხით ჩვენ მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს, როდესაც ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ საგნებში ისწავლონ, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ. ეს იქნება ინტენსიური ერთწლიანი სასწავლო პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს თითოეულ მოსწავლეს რომ მაქსიმალურად ჩაერთოს და მათ აღარ უნდა დასჭირდეთ დამატებით, სკოლის გარეთ სასწავლო პროცესებში ჩართვა, რადგან მთელი სასწავლო პროცესი ორიენტირებული იქნება იმ საგნებსა და მასალაზე, რომელიც ეროვნული გამოცდების პროგრამასთან იქნება ყველაზე ახლოს დაკავშირებული“, - განაცხადა მიქანაძემ.

მისივე თქმით, ზოგადი განათლების სისტემა 11-წლიან სწავლებაზე 2027-2028 სასწავლო წელს გადავა.

"ანუ დღეს ვინც მე-9 კლასში სწავლობს, მას მოუწევს 11 კლასის დამთავრება, თუმცა იმ ადამიანებს, ვისაც 12-ე კლასში სწავლის სურვილი ექნება, ყოველი წლის მარტში გაიხსნება რეგისტრაციის პორტალი და მივცეთ ამ ახალგაზრდებს 12-ე კლასის დასრულების შესაძლებლობას, რომ აიღონ როგორც 11-ე, ასევე 12-ე კლასის ატესტატი.

განათლების მინისტრის იმასაც აცხადებს, რომ ყველა მასწავლებელი, რომლებსაც რეფორმის მიხედვით, საბაზო საფეხურზე მე-10 კლასის და საშუალო საფეხურზე მე-12 კლასის არარსებობა შეეხება, სპეციალურ სასწავლო პროცესებში ჩაერთვება.

„იმისთვის, რომ ყველა მათგანს დაუკომპენსირდეს ის ხელფასი, რომელსაც ისინი დღეს იღებენ და არც ერთ პედაგოგს სახელფასო უზრუნველყოფასთან მიმართებით არ დაზიანდება“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები