მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნება" სანქცირებულ გომელაურს, ხარებას და შს-ს კიდევ 9 თანამდებობის პირს ღირსების ორდენზე წარადგენს

გომელაური

მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ, შსს-ს 11 მაღალჩინოსანი, მათ შორის სანქცირებული მინისტრი ვახტანგ გომელაური და გდდ-ს დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი ღირსების ორდენზე იქნებიან წარდგენილნი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ინაუგურაციის შემდეგ, ღირსების ორდენზე წარვადგინოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი თანამდებობის პირები, 11 თანამდებობის პირზე გახლავთ საუბარი, ესენი არიან: ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, შალვა ბედოიძე - შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე - ასევე მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ კუპატაძე - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე - შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, სულხან თამაზაშვილი - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, მილერი ლაგაზაური - ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და მირზა კეზევაძე - ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. ინაუგურაციის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს 11-ვე წარმომადგენელი იქნება წარდგენილი ჩვენი მხრიდან ღირსების ორდენზე",- თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) უფროსის მოადგილეს მირზა კეზევაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები