მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოცნება" სსიპ-ები ხელმძღვანელების გათავისუფლების წესს ცვლის

პარლამენტი

"ქართულ ოცნებას" საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები კიდევ შეაქვს. პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიღაც შემოღებული იქნება ახალი ცნება სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირი.

სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირები იქნებიან საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ) ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები. კერძოდ, ეს სტატუსი ექნებათ საჯარო სამართლის იურიდიულ პირების (გარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისა, აგრეთვე, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო ან რელიგიური საქმიანობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა) ხელმძღვანელი ან ხელმძღვანელის მოადგილე, თუ მას არ უკავია ამ კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო მოსამსახურის თანამდებობა.

კანონპროექტით ზუსტდება, რომ აღნიშნულ სუბიექტზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ნორმები გავრცელდება.

ცვლილებების ფარგლებში, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირების შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლებულ მოხელეს მიეცემა კომპენსაცია ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

კანონპროექტის მიხედვით, კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი თანამდებობიდან თავისუფლდება მხოლოდ შემდეგ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი:

  • მისი დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ინიციატივით, რის თაობაზეც მას ეცნობება ერთი თვით ადრე და ეძლევა კომპენსაცია ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით;
  • მისი დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ინიციატივით, რის თაობაზეც მას ეცნობება 3 კალენდარული დღით ადრე და ეძლევა კომპენსაცია ორი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები