მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ოცნებამ” ევროინტეგრაცია მიზანმიმართულად, ბოროტი განზრახვით ჩაჩეხა, რაც ქვეყნის ღალატია - ანა ნაცვლიშვილი

ანა ნაცვლიშვილი

“ოცნებამ” ევროინტეგრაცია მიზანმიმართულად, ბოროტი განზრახვით ჩაჩეხა, რაც ქვეყნის ღალატია, - ამის შესახებ დეპუტატმა, პარტია „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში სტუმრობისას განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წლის არჩევნებში ხელისუფლება შეიცვლება და ქართველი ხალხი ევროინტეგრაციის გზას გააგრძელებს, თუმცა მოლდოვასა და უკრაინასთან დაწევა, რომლების შემთხვევაშიც EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო, იგი წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველოს შესაძლოა მათთან დაწევა გაუჭირდეს.

„ყველა საგარეო გარემოება ხელს გვიწყობდა, რომ ეს ზაფხული ორმაგი ზეიმის გვქონოდა და [როგორც ფეხბურთში] პოლიტიკურადაც უზარმაზარი წარმატება ჰქონოდა ქვეყანას და მოლაპარაკებები დაგვეწყო, [ევროკავშირში გაწევრიანებაზე] როგორც ახლა ამას მოლდოვა და უკრაინა აკეთებენ. საქართველოს ევროინტეგრაცია მიზანმიმართულად ბოროტი განზრახვით არის „ქართული ოცნების“ მხრიდან ჩაჩეხილი. იმედი მაქვს ეს არის დროებითი და ხელისუფლების ცვლილებით მიიღწევა, რომ ქართველმა ხალხმა გააგრძელოს თავისი გზა ევროპისკენ, თუმცა ამ ეტაპზე ეს შანსი დაგვაკარგვინეს და ძვირფას დროს გვაკარგვინებენ, რაც ძალიან სერიოზული რისკს ქმნის, რომ შემდეგ ამ პროცესებს დავეწიოთ, - ეს არის ქვეყნის წინაშე ღალატი. ვერიდებოდი ამ ტერმინის გამოყენებას, მაგრამ მტკიცებულებები და ფაქტები ამაზე მეტყველებს და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მან ასევე თავისი მოსაზრება გააჟღერა, რატომ ექცევა ხელისუფლება საქართველოს, ქართველ ხალხს ასე. როგორც დეპუტატი ამბობს, ფაქტებზე დაყრდნობით მას მიიჩნია, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთის დავალებით მოქმედებს.

„იმას, რასაც ფაქტებზე დაფუძნებით, შიგნიდან ვხედავ, ნაწილი ადამიანებისთვის [ხელისუფლებაში] ეს ნამდვილად არის ძალაუფლების და სიმდიდრის მოხვეჭის შესაძლებლობა, რადგან სამწუხაროდ დღეს ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც თავისი ნიჭით, უნარით განათლებით, თავისი ბრძოლისუნარიანობით ვერასდროს მოიპოვებდნენ თანამდებობას და შესაძლებლობებს, რომ ბიუჯეტის ხარჯზე მილიონერები გამხდარიყვნენ. თუმცა ის ხალხი, ვიწრო ჯგუფი, რომელიც ვითარებას პარტიაში შიგნით მართავენ, ესენი მხოლოდ ძალაუფლების და გამდიდრების სურვილით არ მოქმედებს, ისინი რუსეთის დავალებებს ასრულებენ. ამაში ბევრჯერ დავრწმუნდი, როცა მდგომარეობას შიგნიდან ვუყურებდი. ეს არის ერთიანი ჯაჭვი რუსეთს მხრიდან თავისი იმპერიული პოლიტიკის აღდგენის მცდელობისა და საქართველო მისი ერთ-ერთი სამიზნეა. სამწუხაროდ დღევანდელი ხელისუფლებაში, მყოფი დაჯგუფება, სამწუხაროდ, რუსეთის ხელში არის ინსტრუმენტი, რომ ებრძოლოს საქართველოს როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს", - ამბობს დეპუტატი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები