მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ოცნებამ“ NGO-ების ბიუჯეტიდან დაფინანსების კანონი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტი

"ქართული ოცნების" პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, პირველი მოსმენით, 85 ხმით მიიღო.

"ოცნების" მთავრობის ინიციატივით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილება, პლენარულ სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა წარადგინა.

ვახტანგ ბაჩიაშვილის განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტით გრანტის გაცემის უფლება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მიენიჭება, რომლის წესდების მიზანი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა იქნება.

ცნობისთვის, კანონის ფარგლებში, რომელსაც "ოცნება" დაჩქარებულად იღებს, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო ფუნქციონირებას სავარაუდოდ, მარტიდან დაიწყებს. საჯარო სამართლის იურიდიული პირის წლევანდელი ბიუჯეტი 20 მლნ ლარი იქნება. სსიპ-ის მიზანი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაა, რომელთა "საქმიანობის მიმართულებები თანხვედრაში იქნება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებთან".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები