მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნებამ" პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია - ის ერთადერთი კანდიდატი იყო

ყაველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგები ცნობილია. კენჭისყრაში, სადაც მიხეილ ყაველაშვილს კონკურენტი არ ჰყავდა, მიხეილ ყაველაშვილმა გაიმარჯვა.

ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგების მიხედვით, მან 224 ხმა მიიღო, ერთი ბიულეტენი კი ბათილად გამოცხადდა. ყაველაშვილს გამარჯვებისთვის მინიმუმ 200 ხმა სჭირდებოდა.

არჩევნები ახალი წესით, არაპირდაპირი გზით ჩატარდა და ქვეყნის ისტორიაში პირველად - პრეზიდენტი 5 წლის ვადით საარჩევნო კოლეგიამ აირჩია. კენჭისყრა პარლამენტის შენობაში 09:00 საათზე დაიწყო და 14:00 საათამდე გაგრძელდა. კოლეგიის 300 წევრიდან "ქართულ ოცნებას" 211 წარმოადგენდა.

პროცესში არ მონაწილეობდა ოპოზიცია, ასევე აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს ორი წევრი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ადა მარშანიამ კი მიხეილ ყაველაშვილის არჩევაზე უარი განაცხადა და საარჩევნო ყუთში ცარიელი ბიულეტენი ჩააგდო. სწორედ მისი ბიულეტენი გაბათილდა.

არჩევნების პარალელურად, პარლამენტთან დილიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველებიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები