ერთპარტიულმა პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 80 ხმით, ერთხმად, მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებულ წესებსა და სამართლებრივ პასუხისმგებლობებს კიდევ უფრო ამკაცრებს.
ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში აისახა და ძალაში შევა მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერის შემდეგ.
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
- პირველივე დარღვევა: სახის ნიღბით დაფარვა, ცრემლსადენი ან მომწამვლელი ნივთიერების ქონა, გზის გადაკეტვა ან დროებითი კონსტრუქციის მოწყობა ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე;
- ორგანიზატორის შემთხვევაში - 20 დღემდე;
- იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა
- ზემოაღნიშნული ქმედებების განმეორება ერთი წლის განმავლობაში - თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე;
- მესამე და ყოველი შემდეგი დარღვევა - თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე;
- ახალი მუხლი: მესამედ სამართალდამცავზე შეურაცხყოფა ან დაუმორჩილებლობა - პასუხისმგებლობა ერთი წლამდე;
- არასრულწლოვანებზე პასუხისმგებლობა იმავე შემთხვევებში: ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაო ან თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე.



























