მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ბიზნესმენ რესან ქიქავას განცხადებას ეხმაურება

ლევან მაჭავარიანი

"ქართული ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ბიზნესმენ რესან ქიქავას განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ახალი 355³-ე მუხლი (მეწარმე იურიდიული პირის პოლიტიკური აქტივობა), რომელიც მეწარმე იურიდიულ პირებს საჯარო პოლიტიკურ აქტივობას უკრძალავს, ფიზიკურ პირ რესან ქიქავას არ ეხება.

საქმე ის არის, რომ დღეს, ბიზნესმენმა რესან ქიქავამ, რომელიც საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიას დირექტორია, სოციალურ ქსელში განმარტა, რატომ რატომ აღარ ჩანს სამოქალაქო/პოლიტიკურ პროცესებში. "ცოტა ხნის წინ, საქართველოში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც, მარტივი ენით რომ ვთქვათ, უკრძალავს ბიზნესის წარმომადგენელს, ნებისმიერ საჯარო აქტივობას, რაც პირდაპირ არ არის დაკავშირებული მის ამჟამინდელ საქმიანობასთან", - დაწერა ბიზნესმენმა.

"მივმართავ ბატონ რესანს. ბატონო რესან, ეტყობა, კანონს არ გაცნობიხართ. თქვენ შეგიძლიათ, იაქტიუროთ, შეგიძლიათ, პოსტები დაწეროთ, დემონსტრაციებში მონაწილეობა მიიღოთ, რაც გინდათ, ის გააკეთეთ, ოღონდ ბატონი რესანის სახელით გააკეთეთ და ნუ გააკეთებთ ამას კომპანიის სახელით.

შესაბამისად, კანონი თქვენს მიმართ აბსოლუტურად არანაირად არ მოქმედებს. ბატონო რესან, თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ ყველანაირი აქტივობა, რომელიც გსურთ ბატონი რესანის სახელით, გამობრძანდეთ ქუჩაში, ჩაატაროთ დემონსტრაცია, დაწეროთ პოსტები. აბსოლუტურად არანაირად თქვენ შეზღუდული არ ბრძანდებით, გარწმუნებთ ამაში.

ეს კანონი არ ეხება ბატონ რესანს, ეს კანონი ეხება თუ ბატონი რესანი პოლიტიკურ საქმიანობაშ ჩაერთვება ბიზნესის სახელით და ა.შ. თორემ, თუ ბატონი რესანი იქნება ბატონი რესანი, როგორც ბატონი რესანი ისე გავაკრიტიკებს, დემონსტრაციებს ჩაატარებს, დროშას დაიჭერს, პარლამენტთან დადგება, იყვირებს, 521-ე დღეს შეუერთდება, აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ აქვს, თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრობს და შეუძლია ეს ყველაფერი გააკეთოს", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა TV პირველთან ინტერვიუში.

ბიზნესის პოლიტიკური/საზოგადოებრივი აქტივობის კრიმინალიზაცია ანუ "ბიზნესის დუმილის კანონი"|ანალიზი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები