მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოფენასთან საპროტესტო აქცია გაიმართა - ადგილზე “ექსპო ჯორჯიას” დირექტორიც მივიდა

რესან ქიქავა

დღეს, 25 ოქტომბერს, დიდუბეში, „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე მოქალაქეებმა და ურბანისტებმა დაგეგმილი მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია „დაიცავი გამოფენა!“ გამართეს. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ საგამოფენო სივრცის ტერიტორიაზე ექვსი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის, სასტუმროსა და სავაჭრო ცენტრის მშენებლობას.

დემონსტრანტების თქმით, „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორია თბილისში ერთ-ერთი მთავარი და უნიკალური სარეკრეაციო და ისტორიული სივრცეა, რომელიც არსებული სახით უნდა შენარჩუნდეს.

აქციის მონაწილეების მოთხოვნებია:

  • დაუყოვნებლივ შეჩერდეს ამ ტერიტორიაზე ნებართვების გაცემა და სხვა ადმინისტრაციული პროცედურები საჯარო განხილვების ჩატარებამდე;
  • შეიქმნას მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს პროფესიონალებისა და მოქალაქეების მონაწილეობას თბილისის ურბანული გარემოს შემცვლელ ყველა გადაწყვეტილებაში.

[ექსპო ჯორჯიას] რეკრეაციულ სივრცეს 10 000 კვ.მ. დაემატება… აშენდება ახალი საგამოფენო პავილიონი - რესან ქიქავა

აქციაზე შეკრებილებთან მივიდა „ექსპო ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი რესან ქიქავა. მან განაცხადა, რომ ადგილზე მივიდა როგორც მოქალაქე და სივრცის გულშემატკივარი, რათა მოესმინა ხალხის მოთხოვნები. ქიქავას თქმით, ის მიიჩნევს, რომ დაგეგმილი პროექტი გამართლებულია, რადგან კომპანიას არ გააჩნია საკმარისი რესურსი ისტორიული არქიტექტურული მემკვიდრეობისა და პავილიონების დასაცავად, ხოლო დეველოპერული კომპანია „სითიზენი“ (Cityzen Development) იღებს ვალდებულებას, განაახლოს საგამოფენო ინფრასტრუქტურა და შეინარჩუნოს რეკრეაციული ზონა.

აკაკი წერეთლის გამზირის #118-ში დეველოპერულ პროექტს კომპანია „სითიზენი“ გეგმავს, რომლის დამფუძნებელიც ბიზნესმენი მინდია საბანაძეა.

"ექსპოს ტერიტორიის მწვანე სივრცე და რეკრეაციული ზონა სრულად ხელუხლებელი დარჩება" - მინდია საბანაძე

"სითიზენ ექსპო" ტერიტორიის მხოლოდ 18%-ის განაშენიანებას გულისხმობს - მინდია საბანაძე

ფოტო: პუბლიკა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები