მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოცნების" ერთადერთი იდეოლოგია არის, რაც შეიძლება მეტი ფული იშოვონ - ვაჟა გაფრინდაშვილი

ვაჟა გაფრინდაშვილი

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შეფასებით, ქართულ ოცნებას“ ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა წერტილში“ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

ქართული ოცნების“ ერთადერთი იდეოლოგია არის, რაც შეიძლება მეტი ფული იშოვონ. სხვა იდეოლოგია არ გააჩნიათ“, - ამბობს ცნობილი ექიმი.

წერტილთან“ ინტერვიუში ვაჟა გაფრინდაშვილმა საქართველოს იმ მოქალაქეებსაც მიმართა, რომელთაც შექმნილი ვითარება არ მოსწონთ, მაგრამ საკუთარ პროტესტს სხვადასხვა მიზეზის გამო, ღიად არ გამოხატავენ ან უიმედოდ არიან.

ამ ადამიანებმა ისტორიას უნდა გადახედონ. ყველა ტოტალიტარული რეჟიმი პირველ რიგში, ებრძვის თავის მტრებს და როდესაც საკუთარ მტრებს ასე თუ ისე გაანადგურებს, მერე უკვე თავის სარჩოს ეძებს თავისიანებში და მერე ჩვეულებრივ ადამიანებში. ასე რომ, ეს ყველა ჩვენგანამდე მოვა.

ზუსტად იმიტომ ვიბრძვი დღეს, რომ [რეჟიმი] არ მივიდეს იმ ჩემს მეგობრებთან და ნაცნობებთან, რომლებიც დღეს სახლში სხედან და ხმას არ იღებენ, რადგან ვიცი, მათთანაც აუცილებლად მივლენ. არ დარჩება არავინ, ვისაც არ შეეხება ეს ტოტალიტარული რეჟიმი, მიუხედავად იმისა, რა თანამდებობის, რა შემოსავლის და რა პოზიციის არის ადამიანი; ის ყველას შეეხება... აღარ ექნებათ სიტყვის თავისუფლება, აღარ ექნებათ თავისი ფინანსების განკარგვის უფლება; ვიღაცას თუ მოეწონება მისი სახლი ან მანქანა, ნებისმიერ დროს შეიძლება წაართვან და ხმის ამოღების უფლება აღარ იქნება. ცნობილი გამონათქვამი არის გერმანელი პასტორის, რომელიც 2021 წელს ვთქვი და ამის გამო, მაშინ facebook-ზე ძალიან ბევრმა მლანძღა და მაგინა, თუმცა ზოგიერთებმა სამი წლის მერე თვითონ გაიმეორეს ეს სიტყვა - [...როცა მე მომადგნენ, ხმის ამომღები არავინ იყოო“]“, - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები