შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარია სტენეგარდი სერიოზულად შეშფოთებულია "ქართული ოცნების" განცხადებით, რომ შეაჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და უარს იტყვის ევროკავშირის გრანტებზე 2028 წლამდე.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ეს ემატება ვითარების შემაშფოთებელ განვითარებას, მათ შორის წლის დასაწყისში მიღებულ შემზღუდავ კანონებს და საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დაფიქსირებულ მასშტაბურ დარღვევებს.
"უნდა აღდგეს ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ, უნდა გაუქმდეს შემზღუდავი კანონები და პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის აბსოლუტურ ნებას, გააგრძელოს ევროკავშირში გაწევრიანების გზა. უზრუნველყოფილი უნდა იყოს მშვიდობიანი შეკრების უფლება",- წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
Seriously concerned about the Georgian Dream’s statement that it will pause Georgia’s EU accession and refuse EU grants until 2028. This adds to a worrying development including restrictive laws adopted earlier this year and widespread irregularities reported in connection with…
— Maria M Stenergard (@MariaStenergard) November 29, 2024