მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნების" კანონპროექტი რუსულზე უარესია - გიორგი მელაშვილი

"ევროპულ-ქართული ინსტიტუტის" დამფუძნებელი გიორგი მელაშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" მიერ შემუშავებული ე.წ. რუსული კანონი, რუსულზე ხისტი, რეპრესიული და მკაცრია. როგორც მან "საქმის კურსის" ეთერში აღნიშნა, "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ევროპული არ არის.

"საკმარისზე მეტი არგუმენტაცია გამოაქვეყნა სამოქალაქო საზოგადოებამ და ჩვენმა საერთაშორისო მეგობრებმა ინგლისურად, ქართულად, ახლა უკვე გერმანულად. ამ კანონპროექტის მთავარი პრობლემა არის სამოქალაქო საზოგადოების დემონიზება, არანაირი გამჭვირვალობა, არანაირი საუბარი იმაზე, რომ დეკლარირება მოხდეს, არაა. თუ ჩვენ ერთ მხარეს ქართულ კანონპროექტს და მეორე მხარეს რუსულ კანონს დავდებთ, დავინახავთ, რომ "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული პროექტი იმაზე უარესია, ვიდრე თავიდან რუსეთში იყო. რუსული კანონის თავდაპირველი ვერსია არ ვრცელდებოდა მედიაზე. ქართული კანონპროექტი კი უფრო მკაცრი, ხისტი და გაცილებით უფრო რეპრესიულია", - აღნიშნა გიორგი მელაშვილმა.

"ევროპულ-ქართული ინსტიტუტის" დამფუძნებლის თქმით, მმართველი მმართველი გუნდისა და რუსულ პროპაგანდას საზოგადოება არ დაიჯერებს.

"თუ ჩვენ ამ კანონპროექტის სტრუქტურას შევხედავთ, დავინახავთ, რომ პუნქტობრივადაც კი რუსული და "ოცნების" მიერ ინიცირებული რეპრესიული კანონი, იდენტურია. მმართველი ძალა, როდესაც ამბობს, რომ არგუმენტები არ არსებობს [რატომ არის კანონი რუსული], ტყუილია. ჩვენ კარგად ვნახეთ, როგორი ლიმიტირებულია რუსული პროპაგანდა საქართველოში და ქართული საზოგადოება არ იჯერებს ამ კანონს და საზოგადოებამ კარგად იცის, რომ რეალურად საქმე აქვს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეზე, რომელიც ევროპას გვაშორებს", - აცხადებს გიორგი მელაშვილი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტს პირველი მოსმენით იხილავენ.

კანონპროექტი "გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით", უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს, მიუხედავად იმისა, რომელია მათი საქმიანობის სფერო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები