„ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. რუსული კანონის ხელახლა დაინიცირების შესახებ ვაშინგტონში პირველი კომენტარი გააკეთეს. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვას პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.
„ვნახეთ ინფორმაცია, რომ ისინი აპირებენ ამ პოტენციურ კანონმდებლობას. მე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს, ათობით ათასი ქართველი გამოვიდა ქუჩებში ევროპული ამბიციების დასაფიქსირებლად და ამ კანონის მიღების უარსაყოფად. საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, გახსნას ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები და ჩვენ მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა პროცესში“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.
ცნობისთვის, “ქართული ოცნება” ე.წ რუსული კანონის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას აპირებს. როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას - უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. მდინარაძის თქმით, ეს არის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი, რომელსაც კეთილსინდისიერებაზე თუნდაც ფორმალური პრეტენზიის მქონე ნებისმიერი ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს.