მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოცნების“ მიერ პოლიტიკური პარტიების გაუქმების ინიციირება ოპონენტების წინააღმდეგაა მიმართული" - საია

საია

„ოცნების“ მიერ პოლიტიკური პარტიების გაუქმების შესახებ ინიციირებული ცვლილებები პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგაა მიმართული", - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

საია-ში აცხადებენ, რომ ცვლილებები ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპს.

საია ეხმიანება 26 მარტს „ქართული ოცნების“ პარლამენტში რეგისტრირებულ კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისა“ და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონებში ცვლილებების შეტანას.

"საია მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ერთპარტიული პარლამენტის მიერ ინიციირებული კანონპროექტის მიზანი პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება, ბოლოდროინდელი რიტორიკისა და პროპაგანდის გაძლიერება, ჯანსაღი ოპოზიციის გრძელვადიანი განადგურება და ქვეყანაში ერთპარტიული, ავტორიტარული მმართველობის დამყარებაა.

ცვლილებები ეწინააღმდეგება პლურალისტური დემოკრატიის პრინციპს და არაპროპორციულად ზღუდავს არა მხოლოდ არსებული, არამედ მომავალში ახლად დაფუძნებული პარტიების საქმიანობას.

გარდა ამისა, ბუნდოვანი საკანონმდებლო კრიტერიუმებისა და პოლიტიკური გავლენების მქონე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის შეუზღუდავი ინტერპრეტაციის საშუალებით, ცვლილებები მიმდინარე პოლიტიკურ მოცემულობაში გამოიწვევს ოპოზიციური პარტიების დასუსტებას, მომავალი პოლიტიკური ძალების ჩამოყალიბებისათვის ხელოვნური ბარიერების შექმნასა და საბოლოოდ, გაუქმებას", - წერია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები