მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნების" მთავრობა ერთ-ერთ მთავარ ამოცანად ქვეყანაში კოაბიტაციის დამთავრებას ისახავს

ივანიშვილი კობახიძე

"ქართული ოცნების" მთავრობა ერთ-ერთ მთავარ ამოცანად ქვეყანაში კოაბიტაციის და ლიბერალური ფაშიზმის დასრულებას ისახავს. ეს მიმართულებები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე მთავრობის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის დაასახელა.

"ბოლო მოეღება კოაბიტაციის ნებისმიერ გამოვლინებას ჩვენს ქვეყანაში. საქართველოს მთავრობის საქმიანობის პირობებში ეს იქნება ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. ასევე ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში სრულად დავამთავროთ ლიბერალური ფაშიზმი.

იმ ამოცანების გარდა, რაც მთავრობას აქვს, ეს არის ეკონომიკის განვითარებას, ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, საგარეო პოზიციების გაძლიერება და ა.შ. ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ჩვენს ქვეყანაში კოაბიტაციის საბოლოო დამთავრება და ლიბერალური ფაშიზმის საბოლოოდ დამთავრება. ეს პროცესი სწორედ ამ დღეებში დაიწყო და ეს პროცესები საბოლოო ჯამში საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის დასასრულის დასაწყისი იყო", - განაცხადა კობახიძემ.

ტერმინი “ლიბერალური ფაშიზმი” ოქსიმორონია – და ის არ ასახავს არანაირ რეალურ პოლიტიკურ იდეოლოგიასა და მიძრაობას. “ლიბერალიზმი” და “ფაშიზმი” ორი, ფუნდამენტურად განსხვავებული პოლიტიკური ფილოსოფიაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები