მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნების" მთავრობამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველოს ევროპული რეფორმების გზის საბოტაჟი სურს - ევროპარლამენტარი

მირიამ ლექსმანი

ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი „ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის დაბრუნების გადაწყვეტილებას ეხმაურება. როგორც "ევროპის სახალხო პარტიის" (EPP) წარმომადგენელი სოციალურ ქსელ X-ში წერს, ამ ნაბიჯით მმართველი პარტია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ევროპულ გზის საბოტაჟი სურს.

„ქართული ოცნების" მთავრობამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველოს ევროპული რეფორმების გზის საბოტაჟი სურს“, - აცხადებს მირიამ ლექსმანი.

დღეს გახდა ცნობილი, რომ „ოცნება“ ე.წ. რუსულ კანონს პარლამენტში აბრუნებს. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, კანონპროექტი ზუსტად იგივე იქნება, ერთი განსხვავებით: "ჩვენ მიერ დღეს დაინიცირებულ კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებული იქნება ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია", - განაცხადა მდინარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები