მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოცნების" მთავრობამ უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა, 3-დან 1 წლამდე შეუმცირა

უვიზო

"ქართული ოცნების" მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ დარჩენა 1 წლის ვადით შეეძლებათ, ნაცვლად აქამდე მოქმედი 3-წლიანი პერიოდისა - შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ემატება, რომელთა თანახმადაც:

  1. უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით ყოფნის უფლება აქვთ;
  2. უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2025 წლის 24 თებერვლამდე შემოვიდნენ და საქართველოში იმყოფებოდნენ, უვიზოდ ყოფნის უფლება 2026 წლის 24 თებერვლამდე ექნებათ;

დადგენილება 2 აპრილითაა დათარიღებული და 2025 წლის 24 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე ვრცელდება.

საქმე ისაა, რომ გასული წლის 24 თებერვალს ირაკლი კობახიძის ხელმოწერით გამოქვეყნდა დადგენილება, რომლის მიხედვითაც უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში ყოფნა, 3 წლის ვადით უვიზოდ შეეძლოთ. მანამდე, 2023 წლის თებერვალში, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დადგენილებით, უკრაინის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადა 2 წლამდე გახანგრძლივდა. მანამდე უკრაინელებს საქართველოში უვიზოდ ყოფნის უფლება სტანდარტულად, 1 წლის ვადით ჰქონდათ.

2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილების მიხედვით, იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ერთი წლით დარჩენა შეუძლიათ, 94 სახელმწიფოს მოიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები