მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოცნების“ რეჟიმი თავის საზიზღარი პროპაგანდით კიდევ ერთხელ შეურაცხყოფს პრეზიდენტ ტრამპს - ჯო უილსონი

ჯო უილსონი

ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი თავის საზიზღარი პროპაგანდით კიდევ ერთხელ შეურაცხყოფს პრეზიდენტ ტრამპს!, - ამის შესახებ რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი წერს.

"სინამდვილეში, რეჟიმი საქართველოს კომუნისტურ ჩინეთს, ირანსა და რუსეთს გადასცემს, კრძალავს სიტყვის თავისუფლებას და აპატიმრებს ოპოზიციის წევრებს. ეს კატეგორიულად ეწინააღმდეგება აშშ-ის ინტერესებს!“, - წერს ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე.

ცნობისთვის, უილსონი აზიარებს ბიძინა ივანიშვილთან აფილირებული სპიკერის, ზაზა შათირიშვილის წერილთან დაკავშირებულ პოსტს, რომელიც ეხება შათირიშვილის მიერ დონალდ ტრამპის, ვიცე-პრეზიდენტ ვენსისა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს „დიპ სტეიტის“ ინსტრუმენტებად მოიხსენიებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები