მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოთხი ფაქტორი, რატომაც სებ-ი ეკონომიკის ზრდის 4%-მდე შენელებას პროგნოზირებს

63dcfb2d06742
თელარა გელანტია
04.02.23 09:00
1128
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ეროვნული ბანკის 2023 წელს ეკონომიკის 4%-იან ზრდას ელის. „მიგრაციული ნაკადების მილევისა და გლობალურად ეკონომიკური ზრდის მოსალოდნელი შენელების ფონზე, 2023 წელს საქართველოშიც ეკონომიკური ზრდის შენელებაა მოსალოდნელი“.

როგორც მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში წერია, ეკონომიკის ზრდის შენელებაზე გავლენას მოახდენს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და ფისკალური კონსოლიდაციაც.

„რუსეთ-უკრაინის ომმა და თანმდევმა მოვლენებმა მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია გლობალურ ეკონომიკაზე, თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, ამ პროცესს თავდაპირველი მოლოდინების სრულიად საპირისპირო განვითარებაც ახლდა თან.

საქართველომ ისევე, როგორც რეგიონის რამდენიმე სხვა ქვეყანამ, რუსეთიდან მასიური მიგრაციული ნაკადი მიიღო, რასაც ფულადი შემოდინებების გაძლიერება მოჰყვა. ეს კი, თავის მხრივ, არსებით გავლენას ახდენდა ეკონომიკურ აქტივობაზე, გაცვლით კურსსა და სამომხმარებლო ფასებზე. შედეგად, ძირითადად მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესების ხარჯზე, რეალური მშპ 2022 წელს, წინასწარი შეფასებით, 10.1%-ით გაიზარდა.

ბუნებრივია, მოულოდნელად მაღალი ერთობლივი მოთხოვნა ინფლაციის შემცირებას აფერხებდა, თუმცა აღნიშნული გავლენა ეტაპობრივად უნდა მიილიოს მიმდინარე წელს. საბაზო პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა 4%-მდე შენელდება, რაც ნაწილობრივ, სწორედ საგარეო სექტორის ნორმალიზებას მოიაზრებს, თუმცა ამ კუთხით არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება მკაცრი მონეტარული პოლიტიკის როლი და ფისკალური კონსოლიდაციის დაგეგმილი ტემპი“, - წერია მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები