მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოუფენ ნეტმა" 17,5 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა - დეტალები

Log-in Georgia

საქართველოში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტ Log-in Georgia-ს განმახორციელებელმა სახელმწიფო კომპანია „ოუფენ ნეტმა" 17,5 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერი, დონორის (მსოფლიო ბანკის) დაფინანსებით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ქსელური მოწყობილობების შესყიდვას ითვალისწინებს.

კონტრაქტორი ვალდებული იქნება, უზრუნველყოს აღჭურვა, მონტაჟი, ექსპლუატაციაში გაშვება, საგარანტიო მომსახურება და ტექნიკური მხარდაჭერა შემდეგ ადგილებში: მესტია, ხაიში, ჯვარი, ჩხოროწყუ, ხობი, აბაშა, მარტვილი, ბეთლემი, ჭიათურა, საჩხერე, სურამი, ხარაგაული, ვარციხე, ქუთაისი, ქედა, შუახევი, ხულო, ადიგენი, ახალციხე, ბორჯომი, ახალქალაქი, წალკა, დმანისი, ბოლნისი, მარნეული, გორი, ნატახტარი, ახმეტა და დედოფლისწყარო.

მიწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 27 თვეა.

შესყიდვა 24 ივნისს გამოცხადდა, წინადადებების მიღება კი 8 აგვისტოს დაიწყება და 12 აგვისტოს დასრულდება.

შეგახსენებთ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, 2015 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ()იპოუფენ ნეტიდაფუძნდა, რომელსაც საქართველოში ინტერნეტის ფართოზოლიანი კავშირის პროექტის განხორციელება დაევალა. პროგრამა ინტერნეტიზაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომ ფასად შეთავაზებას გულისხმობს. საყოველთაო ინტერნეტიზაციისთვის ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2020 წლიდან დაიწყო და ორ ეტაპად განხორციელდა, შემდეგ კი, 2021 წლიდან, სამშენებლო სამუშაოები Log-in Georgia- ფარგლებში, IBRD-ის სესხის საფუძველზე გაგრძელდა. პროექტი მომავალ წელს უნდა დასრულდეს, თუმცა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში მიხედვით, 2025 წლისთვის ინტერნეტიზაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ვერ მოსწრების რისკი მაღალია.

Log-in Georgia- ფარგლებში, 2025 წლის ბოლოსთვის სულ 5000 კმ. სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური ინფრასტრუქტურა უნდა აშენდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ოპტიკური ქსელით დაიფარება 1000-მდე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, მაღალმთიანი სოფლები, რომლითაც სარგებელი 500 000 ადამიანმა უნდა მიიღოს.

“ოუფენ ნეტის” 2024 წლის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასრულდა ორ სამშენებლო არეალში, რომელიც ჯამურად მოიცავს აბაშის, სენაკის, მარტვილის, ხონის, ბაღდათის, ტყიბულის, თერჯოლისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებს. აღნიშნული ინფრასტრუქტურა ჯამურად მოიცავს 500 კმ-ზე მეტ ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალსა და 100-მდე დასახლებულ პუნქტს.

ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის დასაწყისისთვის არსებული საოპერაციო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის ჯამური სიგრძე შეადგენდა 800 კმ-მდე, წლის ბოლოსთვის იგი უკვე შეადგენდა ჯამურ 1 300 კმ-მდე. აღნიშნული მშენებლობის დასრულების ფარგლებში, მოცული იქნა მუნიციპალიტეტები: აბაშა, სენაკი, მარტვილი, ხონი, ბაღდათი, ვანი, ტყიბული, თერჯოლა და წყალტუბო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები