მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოზურგეთსა და ლანჩხუთში სტიქიის შედეგად დაზიანებულია ჯამურად 100 ხიდი და მილხიდი - პრემიერი

გზების დეპარტამენტი
BM. GE
11.09.23 14:58
17

სტიქიის პირველ დღეს ოზურგეთში და ლანჩხუთში გათიშული იყო 3627 აბონენტი, დღეის მდგომარეობით ბუნებრივი აირი არ აქვს 791 აბონენტს, მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები  სოფლებში, რის შემდეგაც აღდგება გაზის მიწოდება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, რეგიონებიდან მუნიციპალიტეტების და ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი უკვე დაურიგდა 235 ოჯახს, პროცესი გაგრძელდება, სახელმწიფო მაქსიმალურად გვერდში დაუდგება სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს.

„რეგიონებიდან მუნიციპალიტეტების და ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი უკვე დაურიგდა 235 ოჯახს. პროცესი  რა თქმა უნდა, გაგრძელდება. სახელმწიფო მაქსიმალურად გვერდში დაუდგება ამ ოჯახებს. ჩვენ დავითვლით სტიქიის შედეგებს, ზიანს და მაქსიმალურად დავეხმარებით ყველას, ვისაც ეს სტიქიური უბედურება შეეხო.

რაც შეეხება გაზს. სტიქიის პირველ დღეს ოზურგეთში და ლანჩხუთში გათიშული იყო 3627 აბონენტი.  დღეის მდგომარეობით ბუნებრივი აირი არ აქვს 791 აბონენტს, მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები  სოფლებში. ამის შემდეგ უკვე კომპანია „სოკარი“ აღადგენს გაზის მიწოდებას.

ოზურგეთში და ლანჩხუთში სტიქიის შედეგად დაზიანებულია ჯამურად 100 ხიდი და მილხიდი.  აი ეს მდგომარეობაა. მობილიზებულია ყველა სახელმწიფო უწყება. კიდევ ერთხელ მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, მაშველებს, ყველა კომპანიას და სახელმწიფო უწყებას, რომელიც ჩართული იყვნენ, ადგილობრივ ხელისუფლებას, ჩვენი დეპუტატები, პარლამენტის წევრები, პარტიის ხელმძღვანელობა ადგილზე იყვნენ ჩასული, ასე რომ, ჩვენ მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით ჩვენს ხალხს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები