მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოზურგეთში დიდთოვლობის შედეგად დაღუპულის ოჯახს მთავრობა 20 000 ლარით დაეხმარება

გურია

ირაკლი კობახიძის განკარგულებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის შედეგად გარდაცვლილი პირის ოჯახს ერთჯერადი ფულადი დახმარება გადაეცემა.

დოკუმენტის თანახმად, ფინანსური დახმარება 2025 წლის 24 თებერვალს მომხდარ სტიქიურ მოვლენას უკავშირდება.

როგორც განკარგულებაშია აღნიშნული, გარდაცვლილის ოჯახს 20 000 ლარის ოდენობით დახმარება სოციალური მხარდაჭერის მიზნით გაეწევა. თანხის მისაღებად ოჯახის წევრმა – შვილმა ან მეუღლემ – შესაბამისი განაცხადი და დოკუმენტაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრში უნდა წარადგინოს.

გადაწყვეტილება მთავრობის სარეზერვო ფონდის ხარჯზე განხორციელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები