მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოზურგეთში კუსტარულად მოქმედი ორი ობიექტი გამოავლინეს – დაილუქა 135 კგ-ზე მეტი ხორცი

სეს

ოზურგეთში გამოვლინდა ორი ობიექტი, სადაც ხორცსა და ხორცპორდუქტებს კუსტარულად აწარმოებდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების მიხედვით, ფიზიკური პირი ა. კ. (თაყაიშვილის N1) კუსტარულად მოწყობილ ობიექტზე, სააგენტოსგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევით აწარმოებდა ხორცს. ხოლო ინდმეწარმე ზ. ა. (გურიის ქ. N35) ვეტერინარული ზედამხედველობისა და სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა თვითნებურად მოწყობილ სასაკლაოში.

"სახელმწიფო კონტროლის შედეგად, ორივე ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, დაილუქა საეჭვო წარმომავლობის 135კგ-ზე მეტი გოჭისა და ფრინველის ტანხორცი და გულღვიძლი. ბიზნესოპერატორები დაჯარიმდა და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი", - წერია განცხადებაში.

სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებს მოუწოდებს, არ შეიძინონ სურსათი, განსაკუთრებით ხორცი და ხორცპროდუქტები, არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში და ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე. ხოლო, ბიზნესოპერატორებს აფრთხილებს, დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები და ხორცის წარმოება ან გადამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობის დაწყებამდე მიიღონ სავალდებულო აღიარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები