მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაატა იმნაძე: ეროვნული ბანკის დაინფიცირებული კლასტერის ყველა კონტაქტი დადგენილია

5e85ce9e7a041
ანუკა ჯოხაძე
02.04.20 15:36
1844
“ეროვნული ბანკის დაინფიცირებული თანამშრომლების ყველა კონტაქტი დადგენილია”, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც იმნაძე ამბობს, საქართველოს ეროვნული ბანკის დაინფიცირებული თანამშრომლები ფულის საცავში მუშაობენ.

ამასთან, მისი თქმით, ამავე თანამშრომლების კონტაქტია რუსთავში დაინფიცირებული ადამიანიც, რომელიც ასევე ფულის საცავში მუშაობდა.

“რუსთავში დაინფიცირებული ადამიანის წყარო დადგენილია; ის უკავშირდება ისევ და ისევ ეროვნული ბანკის საცავის თანამშრომლებს; ყველანი იმყოფებდნენ სწორედ იმ რეჟიმზე, რომელიც ჩვენ გვაქვს მიწოდებული დაწესებულებებისთვის. ფაქტობრივად, ისინი იყვენენ ყაზარმულ რეჟიმზე გადაყვანილი, ცხოვრობდნენ ყაზარმულ პირობებში. მორიგეობით ასრულებდნენ თავიანთ სამუშაოს. ეს არის ერთი კლასტერი, რომელთანაც არის დაკავშირებული რუსთავში დაინფიცირებული პირი, რომელიც არ იყო ყაზარმულ პირობებში, მაგრამ ამათთან ერთად მუშაობდა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ცნობილია, ყველა კონტაქტი დადგენილია”, - აცხადებს პაატა იმნაძე.

შეგახსენებთ: დღეს ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ დროისთვის, სულ ქვეყანაში ინფიცირების 130 ფაქტია ამოვლენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები