მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პაატა იმნაძე: საქართველოში სეზონურ გრიპზე 211 ათასი ადამიანი აიცრა

5ff58a2e03a7a
ლიკა გურაბანიძე
06.01.21 13:58
743
“საქართველოში გრიპზე 211 ათასზე მეტი ადამიანია აცრილი, ხოლო მარაგში 23 ათასზე მეტი სეზონური გრიპის ვაქცინაა.” - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდგომ განაცხადა.

იმნაძის განმარტებით, გრიპის სეზონი ჯერ კიდევ გრძელდება და მოსახლეობამ მისგან თავი უნდა დაიცვას.

“ევროპის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში სეზონური გრიპი აქტიური არ არის. ორსულებისთვის გრიპი გაცილებით საშიშია ვიდრე COVID19-ი და მათ დღესაც მოვუწოდებ, რომ გრიპზე აუცილებლად აიცრან.” - აღნიშნა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, შობის ღამესთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად საღამოს საათებში გადაადგილების შეზღუდვის მოხსნისა რეკომენდაცია ყველა შემთხვევაში ერთი და იგივეა. ხოლო საეკლესიო ღონისძიება ყველანაირი წესის დაცვით მოხდება.

ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 1,800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ამასთან 20-ით გაიზარდა გარდაცვლილთა რაოდენობა, რაც ამ დროისთვის 2,666-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები