მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პაატა იმნაძე: თუ ყველა ერთად გავხდებით ავად, ვერც ერთი ჯანდაცვის სისტემა ამას ვერ გაუძლებს

5fa3ee771da2b
ინგა მურუსიძე
05.11.20 16:37
957
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, თუ ელემენტარულ წესებს არ დავიცავთ, ჯანდაცვის სისტემა წნეხს ვერ გაუძლებს. 

როგორც იმნაძე ამბობს, ის არავის აშინებს და უბრალოდ, საუბრობს იმ რეალობაზე, რაც ქვეყანას ელის თუ რეგულაციებს არ შევასრულებთ.

"კარგად ხედავთ, რა ხდება ყველაზე განვითარებულ, ძლიერ ქვეყნებში, რომელთაც ყველაზე მაგარი ჯანდაცვის სისტემა აქვთ. ვერც ერთ ქვეყანაში, ვერც ერთი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს, სულ რომ გერმანული საავადმყოფოები გადმოვიტანოთ თავისი გერმანელი ექიმებით, თუ ჩვენ ყველა ერთად გავხდებით ავად და ეს მოხდება, თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს. ეს არის რეალობა. ვერც ერთი სისტემა, ვერც ერთი ექიმი, ვერც ერთი საავადმყოფო ვერ გაუძლებს ამას", - განაცხადა იმნაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები