მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაატა ტრაპაიძე: ივანიშვილის შემდგომი ეპოქა სისტემის დემონტაჟს უნდა მიეძღვნას

600ecfb207a1a
ვიქტორია მღებრიშვილი
25.01.21 19:00
1163
„კავკასუს როუდ პროჯექტის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა პაატა ტრაპაიძემ „ფორბს კვირასთან“ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ყოფნის 8-წლიანი პერიოდი შეაფასა და განაცხადა, რომ „ბიძინა ივანიშვილის შემდგომი ეპოქა უნდა მიეძღვნას სისტემის დემონტაჟს და ახლის შექმნას“.

მისი თქმით, სისტემის რეფორმირების პროცესში მნიშვნელოვანია დაპირისპირებათა ერთიანობა, რაც მომავალში სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებას და შესაბამისად, ეკონომიკის განვითარებას შეწყობს ხელს.

„ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემაა სამართალდამცავები - როგორ შეიძლება რომ შსს-ს ინსპექცია თავისივე ორგანოში ჰქონდეს... დაწყებული დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან საქართველოში ვერ შეიქმნა სისტემა, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტები განვითარებას შეუწყობს ხელს. მე თუ შსს-ის მინისტრი ვარ და ის, ვინც მე უნდა დამსაჯოს ჩემი ხელქვეითია, მე როგორ უნდა დამსაჯოს... როდის მოხდება ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების რეალური გადანაწილება“, - აცხადებს პაატა ტრაპაიძე და აღნიშნავს, რომ სისტემის დემონტაჟის და მისი გამართვისთვის ცვლილებები სასამართლოდან უნდა დაიწყოს.

„ხშირად მეკითხებიან, როგორ უნდა შევქმნათ დღეს სასამართლო სისტემა, ეს ერთადერთი გამოსავალია - როგორც პარლამენტარია არჩევითი, როგორ პრეზიდენტია არჩევითი, ასევე, ხალხი უნდა ირჩევდეს მოსამართლეს. ხშირად იურისტებისგან მესმის, ხალხმა რა იცის ვინ არის კარგი იურისტი, სად არის იმის გარანტია, რომ პროკურორი და მოსამართლე თქვენი სურვილით არ დაინიშნება. მოსამართლის არჩევით პასუხისმგებლობის ტვირთვი ხალხზე გადავა“, - მიიჩნევს ტრაპაიძე.

მისი თქმით, დემოკრატიული სასამართლოს სისტემა ქვეყანაში დადებით საინვესტიციო კლიმატს შექმნის, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

„ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, რომელსაც არც გაზი აქვს, არც ნავთობი, არც ოქრო... გვაქვს გეოპოლიტიკური მდებარეობა, კარგი სიმღერა და სუფრა ვიცით... როგორ უნდა განვვითარდეთ?! ერთი ტურიზმი გვქონდა და ისიც პანდემიის გამო მოიშალა. ტურიზმი ჩქარი ფულია შემოსული ეკონომიკის ასამოძრავებლად. ყველაზე მთავარი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია, რომელიც კატასტროფულად მცირდება საქართველოში“, - განაცხადა „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები