მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PACE-ის სხდომაზე ერთ-ერთი საკითხი საქართველოში დემოკრატიის გამოწვევები იქნება

ევროპის პარლამენტი

საქართველოში დემოკრატიის გამოწვევები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საზაფხულო პლენარული სხდომის დღის წესრიგშია.

"იყო მოთხოვნა საქართველოში დემოკრატიის გამოწვევებზე გადაუდებელი დებატების გამართვის შესახებ",- წერია PACE-ის პრესრელიზში.

სხდომაზე, რომელიც სტრასბურგში, 24-დან 28 ივნისამდე გაიმართება, ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაა. შესაძლოა, იყოს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვაც.

ამასთან, სესიაზე ევროპის საბჭოს ახალ გენერალურ მდივანს აირჩევენ, რომელიც თანამდებობას 5 წლით დაიკავებს.

ასამბლეა საბოლოო დღის წესრიგს სესიის პირველ დღეს გადაწყვეტს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები