მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პაციენტები ქართველ ექიმებს არ ენდობიან" - ნინო მუსერიძე

63d391b1d35b4
თათია კაკიაშვილი
27.01.23 13:05
11353
„ჩვენს კლინიკაში პაციენტების 70% უცხოელია, ხოლო 30% - ქართველი, ეს იმიტომ ხდება, რომ ქართველებს ქართველების ნდობა არ აქვთ, სამწუხაროდ, უცხოელებს უფრო ენდობიან, თუმცა, უცხოელები პირიქით არიან,” - ამის შესახებ BMG-ის ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის GGRC-ის კლინიკურმა დირექტორმა ნინო მუსერიძემ განუცხადა.

“საქართველოში რეპროდუქციის მიმართულება უკვე დიდი ხანია ვითარდება და ამ მხრივ, ძალიან კარგი ხარისხია. ჩვენი ცენტრის 3-წლიანი არსებობის განმავლობაში, ჩვენი ძალისხმევით და დაფინანსებით უკვე 539 ბავშვია დაბადებული. ეს კი იმის შედეგია, რომ შევძელით და პაციენტების ნდობა მოვიპოვეთ, ანუ შედეგზე ორიენტირებული კლინიკა ვართ და ამას ყოველდღიურად ვამტკიცებთ,“ - განაცხადა ნინო მუსერიძემ.

რეპროდუქციული მომსახურება და, კერძოდ, ინვიტრო განაყოფიერება ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რის გამოც სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტები საქართველოს ხშირად სტუმრობენ. მიზეზი, რის გამოც ტურისტები ჩვენს ქვეყანას ირჩევენ, ევროპის და ამერიკის ჯანდაცვის ორგანიზაციის დადგენილ სტანდარტებთან სრული შესაბამისობა და ასეთი ქვეყნებისგან განსხვავებით, შვილის ყოლისთვის აუცილებელი სამედიცინო პროცედურების შედარებით დაბალი ღირებულებაა", - თქვა ნინო მუსერიძემ.

GGRC-ში აცხადებენ, რომ კლინიკას ძირითადად, ცენტრალური ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან და აშშ-დან მიმართავენ. გასული წლის განმავლობაში კი უცხოელი პაციენტების მხრიდან მიმართვიანობამ განსაკუთრებით მოიმატა, რასაც კლინიკა რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირებს. ნინო მუსერიძე ამბობს, რომ დონაციისა და სუროგაციის მიმართულებით რუსეთს და უკრაინას წამყვანი პოზიციები ეკავათ, თუმცა გასულ წელს მოცემულობა შეიცვალა - ომის და ქვეყნებს შიგნით გატარებული პოლიტიკის გამო, რომლის მიხედვითაც ეს მომსახურებები ხელმისაწვდომი ახლა უკვე მხოლოდ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებისთვისაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები