მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაკისტანში ჯეი დი ვენსის ვიზიტი გაუქმდა - აშშ-ირანის მოლაპარაკებები გაურკვეველი ვადით გადაიდო

ომი უკრაინაში

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ისლამაბადში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებამ გამოიწვია. როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა ირანისგან ომის დასასრულებლად ერთიანი გეგმის წარდგენა მოითხოვა.

აქვე უნდა ითქვას, რომ ვენსთან ერთად მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობა ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერსა და პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფსაც უნდა მიეღოთ. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ამ ეტაპზე მომავალი შეხვედრების შესახებ არავითარი ინფორმაცია არ ვრცელდება.

ცნობისთვის, ვენსმა ვიზიტის გაუქმების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ირანულმა მხარემ პაკისტანის შუამავლობით აშშ-ს აცნობა, რომ ისლამაბადში დაგეგმილ შეხვედრას არ დაესწრებოდა.

ირანული სამთავრობო გამოცემა Tasnim-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ოფიციალური თეირანი მოლაპარაკებებში მონაწილეობის პერსპექტივას ვერ ხედავს. როგორც ირკვევა, ირანის ხელისუფლება დიალოგის დაწყების პირობად ამერიკული საზღვაო ბლოკადის მოხსნას აყენებს. ვრცელდება ცნობებიც, რომ თეირანის მთავარ მომლაპარაკებლებზე ზეწოლა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განახორციელა. ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისა და პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ყალიბაფს ისლამაბადში გამგზავრება ქვეყნის უმაღლესმა ლიდერმაც აუკრძალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები