მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Palm Beach-ზე უძრავი ქონების გაყიდვები რეკორდულად გაიზარდა

60f025229884f
ნათია თაქთაქიშვილი
15.07.21 23:30
552
ფლორიდის წამყვან კურორტ Palm Beach-ზე უძრავი ქონების გაყიდვები მიმდინარე წლის მეორე კვარტალში რეკორდულად გაიზარდა, მატებამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 90% შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ Palm Beach-ზე მდებარე უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ზრდა კორონავირუსის გამო დაწყებული მიგრაციით არის გამოწვეული, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლიდან შეინიშნებოდა.

როგორც ანალიტიკური კომპანია Miller Samuel-ი იუწყება, გაზრდილი მოთხოვნის ფონზე Palm Beach-ზე გასაყიდი უძრავი ქონება მინიმუმამდე შემცირდა, ხოლო ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ანალიტიკური კომპანიის ცნობით, ერთი ოჯახისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი სახლის ფასმა თითქმის 38%-ით მოიმატა და 11.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 1 კვადრატული მეტრის ფასი დაახლოებით 1,500 აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც მანჰეტენზე მდებარე უძრავი ქონების ფასს უახლოვდება, სადაც 1 კვ/მ საშუალოდ 1,545 აშშ დოლარი ღირს.

ანალიტიკური კომპანია Miller Samuel-ის ცნობით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მხოლოდ 25 სახლის გამოტანა მოხერხდა გასაყიდად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები