მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Palmaris by Alliance - World Architecture Festival 2025-ის ფინალისტია

Palmaris by Alliance
29.10.25 15:27
358

ალიანს ჯგუფის ახალი მრავალფუნქციური პროექტი კურორტ გონიოში - Palmaris by Alliance, გლობალური არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival 2025-ის ფინალისტია.

კომპლექსის არქიტექტურული კონცეფცია, შემუშავებულია Alpha Architecture-ის მიერ.

Palmaris by Alliance ზღვისპირა კურორტის მშვიდ და რეკრეაციულ გარემოში მდებარეობს, რეზორტის კონცეფციას ეფუძნება და ორიენტირდება, დამსვენებლებისთვის დაბალანსებული, ჯანსაღი ცხოვრების სტილის შექმნაზე.

სასტუმროს ტიპის რეზორტული ინფრასტრუქტურით, 5 000 კვ. მ. გამწვანებული არეალითა და ინკლუზიური სოციალური სივრცეებით, კურორტ გონიოს პირველი მდგრადი პროექტი, რეგიონის ტურიზმისა და უძრავი ქონების ინდუსტრიაში, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

World Architecture Festival 2025-ზე Palmaris by Alliance-ის ფინალისტობა, წინ გადადგმული ნაბიჯია პროექტის, როგორც უნიკალური ხედვის, კონცეფციისა და არქიტექტურული ნიშის მქონე ნიმუშის პოზიციონირებისკენ.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები