მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანამის არხზე ორ საკვანძო პორტს ამერიკელები გააკონტროლებენ

პანამის არხი

ჰონკონგში დაფუძნებულმა კომპანიამ პანამის არხში მდებარე ორი საკვანძო პორტი ამერიკულ კომპანიას მიჰყიდა.

კერძოდ, ჰონკონგის Hutchison-ი 90%-იან წილს 22.8 მილიარდ დოლარად მიჰყიდის ამერიკულ კონსორციუმს, რომელსაც აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია BlackRock ხელმძღვანელობს.

შეთანხმების შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ პანამის არხი ჩინელების კონტროლს ქვეშაა და აშშ-მ კონტროლი უნდა დაამყაროს. Hutchison-ი ჩინეთის სახელმწიფო კომპანია არ არის, თუმცა ის ჰონკონგშია დაფუძნებული, რაც ნიშნავს, რომ ჩინეთის კანონმდებლობის ქვეშ ოპერირებს. პორტებს კომპანია 1997 წლიდან მართავდა.

როგორც BBC წერს, ყოველ წელს არხით 14 ათასამდე გემი სარგებლობს, რომელთაც სხვადასხვა პროდუქტი მათ შორის მანქანები; ბუნებრივი აირი გადააქვთ, არხით ასევე სარგებლობენ სამხედრო გემებიც. პანამის არხი ერთმანეთთან წყნარ და ატლანტის ოკეანეებს აკავშირებს. აშშ არხს 1999 წლის ბოლომდე აკონტროლებდა. 2000 წლიდან კონტროლი პანამას გადაეცა პრეზიდენტ ჯიმი კარტერის და პანამის მიერ 1977 წელს ვაშინგტონში ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე.

ტრამპი უკმაყოფილებას გამოთქვამდა არხზე ჩინელების კონტროლის გამო და ამას ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ ასახელებდა. პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-ს კონტროლი უნდა აღედგინა პანამის არხზე და ამის გასამართლებლად ამერიკელების ჩადებულ ინვესტიციებს იშველიებდა არხის მშენებლობის პროცესში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები